საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების მაგისტრანტების კონფერენცია

2014 წლის 26 ივნისს ჩატარდა  მაგისტრანტების  კონფერენცია  საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ნაშრომები ორი სამაგისტრო პროგრამიდან: ”ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება” და ”რეაბილიტაციაში მრჩეველი”; სამაგისტრო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი  გახლდათ თსსუ–ის ასოცირებული პროფესორი ირინე ზარნაძე. როგორც მან აღნიშნა, ეს პირველი მცდელობაა, მაგისტრანტებისთვის კონფერენცია  ჩატარებულიყო: „მაგისტრანტების კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო მუშაობის დახვეწის კუთხითაც, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ კონფერენციაზე თემის წარდგენა და დაცვა საჭირო უნარ–ჩვევებს გამოუმუშავებს თითოეულ მონაწილეს.  სამეცნიერო კვლევის თემები მათ თავად აარჩიეს. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მათგანი დასაქმებულია, კვლევისთვის  აიღეს თავის საქმესთან დაკავშირებული თემები: მათ გაიაზრეს იმ პრობლემების გადაჭრის გზები, რომელთანაც მუშაობისას უხდებათ შეხება.  ამას აქვს როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული ღირებულება“.

კონფერენციაზე ნაშრომები წარმოადგინეს  მაგისტრანტებმა: ნინო გაბრიჩიძემ, საბა ბურჯალიანმა, დავით შამათავამ, მარიამ ბერიკიშვილმა, ლაშა  დარჩიამ, იზა ჩაჩუამ, ნინო ნადირაძემ, ნინო პეტრიაშვილმა, დადუნა ჭედიამ.

საკონფერენციო ნაშრომების თემატიკა მრავალფეროვანი იყო და ეხებოდა ქცევით პრობლემებს სხვადასხვა დაავადებებისა თუ სამედიცინო ჩარევების დროს, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას,  სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის პრობლემებს, და სხვა. 

კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და  მაგისტრანტები. აუდიტორიამ დიდი ინტერესით მოუსმინა თითოეულ გამომსვლელს. დაისვა შეკითხვები...

ნაშრომები შეაფასეს:  პროფესორმა ლევან ბარამიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა შალვა ზარნაძემ, ასისტენტ–პროფესორებმა: ლილი ლომთაძემ და მარინა ყაჯრიშვილმა.  ნაშრომებმა მოწონება დაიმსახურა. გამოითქვა შენიშვნები და  მითითებები. თითოეულ თემაზე მიმდინარეობდა სამეცნიერო მსჯელობა, რაც დაეხმარება მაგისტრანტებს  შემდეგში  მეტად სრულყონ სამეცნიერო კვლევის პროცესი,  უკეთესად აითვისონ კვლევითი უნარ–ჩვევები, გამოუმუშავდეთ აუდიტორიის წინაშე საკუთარი პოზიციისა და მოსაზრებების დაცვის უნარი.