შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ 2021 წლის საგრანტო კონკურსს.
საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია / საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.