2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდარი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური კალენდარი:

ა) გაზაფხულის სემესტრის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2021 წ. – 27 ივლისი 2021 წ.

ბ) სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრული რეგისტრაცია:  22 თებერვალი – 15 მარტი 2021 წ.

გ) დიპლომირებული  მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის I სემესტრის ხანგრძლივობა: 15 მარტი, 2021 წ. – 27 ივლისი, 2021.

დ) დიპლომირებული  მედიკოსის ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის I სემესტრის სტუდენტთა რეგისტრაცია: 1 მარტი, 2021 წ. – 29 მარტი, 2021.

ე) დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამის II, IV, VI, VIII, X, XII სემესტრის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2021 წ. – 14 აგვისტო, 2021 წ.

ვ) გაზაფხულის სემესტრის საგამოცდო სესია: 14 ივნისი 2021 წ. - 24 ივლისი, 2021 წ.

ზ) დამამთავრებელი გამოცდები: 2021 წ. 14 ივნისიდან.

თ) გამოცდები მედიცინის ფაკულტეტის I, II, III, IV, VII/VIII, IX/X, XI/XII სემესტრების, ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების II, III და IV კურსის, საექთნო საქმის ბაკალავრის III და IV კურსის და V საფეხურის უმაღლესი პროფესიული პროგრამების (მილევადი რეჟიმი) III კურსის კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს მოდულის/კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.

ი)  გამოცდები სტომატოლოგიის ფაკულტეტის  V, VI, VII, VIII, X სემესტრების არაპროფილურ კლინიკურ დისციპლინებში ჩატარდეს კურაციული მეცადინეობის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში დამტკიცებული საგამოცდო ცხრილის მიხედვით, განმეორებითი გამოცდები - შესაბამისი სემესტრის სასესიო პერიოდში.   


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ რექტორის ბრძანებები ბმულზე: tsmu.edu/ts/content/2/50/12/31/0/0