თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური პროცესის წარმართვის შესახებ საბაზისო/თეორიულ სასწავლო კურსებზე/მოდულებზე

2021 წლის 15 მარტიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საბაზისო/თეორიულ სასწავლო კურსებზე/მოდულებზე აკადემიური პროცესი ქართულენოვანი პროგრამების სტუდენტებთან წარიმართება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციების (უსაფრთხო დისტანცია, სამედიცინო ნიღაბი, ხელის ჰიგიენის საშუალებები, სხვ.) განუხრელი დაცვით; ეს ვალდებულება და აუცილებლობა, მათ შორის, მოითხოვს, რომ  თითოეულ ჯგუფში დარეგულირდეს მეცადინეობაზე დამსწრე სტუდენტთა რაოდენობა და, ამასთანავე, ისე, რომ ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობის დაყოფის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი  სასწავლო  კურსის  სილაბუსით განსაზღვრული  საკონტაქტო  საათების  შესრულება.

სალექციო კურსები  ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე წარიმართება დისტანციურად.

პრაქტიკული, ლაბორატორიული და სემინარული მეცადინეობები, სასწავლო კურს(ებ)ის შინაარსის, სწავლა-სწავლების მეთოდების და სწავლის შედეგების გათვალისწინებით, ჩატარდება არადისტანციურად შემდეგ სასწავლო დეპარტამენტებში:

1. ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტი

2. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტი

3. სამედიცინო ქიმიის დეპარტამენტი

4. ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

5. სამედიცინო ბიოლოგიისა და პარაზიტოლოგიის დეპარტამენტი

6. კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტი

7. ფიზიოლოგიის დეპარტამენტი

8. სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

9. მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი

10. ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტი

11. პათოფიზოლოგიის დეპარტამენტი

12. სამედიცინო მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი

13. პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტი

14. იმუნოლოგიის დეპარტამენტი

15. ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტი

16. საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტი

17. გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტი

18. ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტი

19. კვებისა და ასაკობრივი მედიცინის დეპარტამენტი

20. ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტი (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის)

21. ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტი

22. ფარმაცევტული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

23. ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტი

24.   ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტი

25.   სამეცნიერო უნარ-ჩვევების  ცენტრი

26. ქართული ენის ცენტრი  (აკადემიური წერა, ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

სემინარული მეცადინეობები ჩატარდება დისტანციურად შემდეგ სასწავლო დეპარტამენტებში:

1. ბიოქიმიის დეპარტამენტი

2. მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტი

3. ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტი (მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

4. სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტი

5. ფსიქოლოგიის დეპარტამენტი

6. უცხოური ენების დეპარტამენტი

გამოცდები  ჩატარდება  არადისტანციურად.

სტუდენტებს ინფორმაცია სასწავლო ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობის დარეგულირებასთან  დაკავშირებით მიეწოდა შესაბამისი დეკანატისა და/ან სასწავლო დეპარტამენტისგან.

არჩევით (ელექტიურ) სასწავლო კურსებთან დაკავშირებით მიმართეთ შესაბამის დეკანატს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ დეკანატს.