საქართველო მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების ათეულში მოხვდა

ამერიკული სტატისტიკური საიტი lifestyle9.com იმ სახელმწიფოების ათეულს აქვეყნებს, სადაც კრიმინალური შემთხვევები: მკვლელობა, ყაჩაღობა და ქურდობა, ყველაზე ნაკლებია. ამ ჩამონათვალში საქართველო მე-8 ადგილზეა. 
უსაფრთხო სახელმწიფოების სია ასე გამოიყურება: 1 იაპონია, მე-2- ტაივანი, მე-3- ჰონკონგი, მე-4 სამხრეთ კორეა, მე-5 არაბთა გაერთიანებული საემიროები, მე-6 მალტა, მე- 7 ლუქსემბურგი, მე-8 საქართველო, მე-9 ბაჰრეინი, მე-10 სინგაპური. 
ამასთან, საიტმა 2014 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეული "გამოძიების ფედერალურო ბიუროს" ანგარიშის სტატისტიკურ ანალიზზე დაყრდნობით შეადგინა. 
"საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საქართველო ვიზიტორებს სთავაზობს: შავი ზღვის სანაპიროს, სამკურნალო კლიმატს, მინერალურ წყლებს, ეროვნულ პარკებს, კავკასიონის მთებს, გემრიელ კერძებს, მდიდარ კულტურას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილებს და ქართულ სტუმართმოყვარეობას. საქართველოში კრიმინალის დონე ძალიან დაბალია და ეს ქვეყანა მსოფლიოში ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააჩნია, ეს ქვეყანა ვიზიტორებისათვის მიმზიდველი და უსაფრთხოა. კვლევების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 98% თავს უსაფრთხოდ გრძნობს", - აცხადებს სტატიის ავტორი. 
lifestyle9.com-ის სტატიის ავტორი მსოფლიო ბანკს და გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაცემებს ეყრდობა.

იხ. http://lifestyle9.com/top-10-safest-countries-to-live-in-the-world