შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა

ცხადდება კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივ „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამებზე.  

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა).

ბ) დოქტორანტებისთვის.

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: