ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან

2014 წლის 16 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროსა და 23 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთანაც. მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში.

ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და დისკუსია. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი, ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.

მემორანდუმის ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აიღეს პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მიიღონ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში. კერძოდ, შეიმუშაონ რეკომენდაციები, წინადადებები, შენიშვნები კულტურის პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით და გაუზიარონ საკუთარი აზრი და გამოცდილება სამინისტროს.