სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ატარებს ატესტაციას უვადოდ არჩეული პროფესორებისა - მედიცინის, მედიცინის და სტომატოლოგიის საერთაშორისო, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე და უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისა - თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში.
ატესტაციის ჩატარების დრო – 2021 წლის 29, 30 ივნისი და 1 ივლისი.
ატესტაციის ადგილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
ატესტაციისათვის წარსადგენი დოკუმენტები მიიღება 2021 წლის 14 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ., 33, I სართული, ოთახი # 21).