საზაფხულო სკოლა–სტაჟირება დასრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მე-3 წელია წარმატებით ხორციელდება საზაფხულო სკოლა-სტაჟირების პროექტი. მიმდინარე წელს პროექტში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, გორის და მარტვილის კლინიკებმა და ცენტრებმა: “დავით გაგუას კლინიკა”, კლინიკა “ახალი მზერა”, “ელიზაბეთ ბლექველის ჰოსპიტალი”, “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა”, “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი”, “სისხლძარღვთა და გულის დავადებათა ცენტრი”, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, “იმედის კლინიკა”, “დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრი”, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების საავადმყოფო “ალსს”, “აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა”, საქართველო–ისრაელის ერთობლივი კლინიკა “გიდმედი’, “ჯანმრთელობის ცენტრი”, “ესტა კუზანოვ კლინიკ”, კლინიკა “ესთეტიკური სერვისი”, გერმანულ-ქართული კლინიკა “წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრი”, “დიაგნოსტიკური სერვისი”, “ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა”, “ქირურგიის ეროვნული ცენტრი”, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი”, ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”, “ი. ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლი”, “ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი”, “აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი”, დედათა და ბავშვთა ცენტრი “იავნანა”, “თელავის რაიონული საავადმყოფო”, “მარტვილის მრავალპროფილური საავადმყოფო”, ჰემატოლოგიის და ქიმიოთერაპიის კლინიკა “ჰემა”.

საზაფხული სკოლა-სტაჟირება 24 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიარა მედიცინის ფაკულტეტის  233 სტუდენტმა შემდეგ სპეციალობებში: მეანობა-გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია, კარდიოლოგია, რადიოლოგია, ნევროლოგია, კარდიოქირურგია, ემერჯენსი, ქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ფსიქიატრია, სასამართლო მედიცინა, ენდოკრინოლოგია, პედიატრია, გასტროენტეროლოგია, ალერგოლოგია, თერაპია, უროლოგია, დერმატოვენეროლოგია, პლასტიკური ქირურგია, ოტო-რინო-ლარინგოლოგია, ონკოლოგია, ანესთეზიოლოგია, ტრავმატოლოგია, ონკოჰემატოლოგია.

სტომატოლოგიის ფაკულტეტის 57 სტუდენტმა საზაფხულო სკოლა-სტაჟირება გაიარა მიმდინარე წლის 14 ივლისიდან 28 ივლისამდე შემდეგ კლინიკებში: სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო ცენტრი “უნიდენტი”, თსსუ-ის აპ. ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, შპს “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტტო კლინიკა”, შპს “დეკა”, შპს “სტომადენტი” და შპს “დენტიმერი”. სტაჟიორებმა გააღრმავეს პრაქტიკული ცოდნა და განიმტკიცეს უნარ-ჩვევები თერაპიულ სტომატოლოგიაში, ორთოპედიაში, ორთოდონტიაში და ყბა-სახის ქირურგიაში.

2014 წლის 7 ივლისიდან 21 ივლისამდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის 39 სტუდენტმა საზაფხულო სკოლა-სტაჟირება ჰოსპიტალური მენეჯმენტის მიმართულებით გაიარა:  თსსუ-ის აპ. ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში, თსსუ-ის #2 სტომატოლოგიურ კლინიკაში, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, კლინიკაში “გინექსი”, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

ფარმაციის ფაკულტეტის 82 სტუდენტმა საზაფხულო სკოლა-სტაჟირება გაიარა 14 ივლისიდან 28 ივლისამდე  GPS-ის, PSP-ს და ავერსის სააფთიაქო ქსელში.

მიმდინარე წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სულ 411 სტუდენტმა წარმატებით დაასრულა საზაფხულო სკოლა-სტაჟირება.