Horizon Europe საინფორმაციო დღე

ევროკომისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2021 წლის 28 მაისს 13:00-17:00 (თბილისის დროით) გამართავს  Horizon Europe საინფორმაციო დღეს.

ღონისძიება გაიმართება ვირტუალურად და მიზნად ისახავს საქართველოს წარმატებული მონაწილეობის ხელშეწყობას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-სა და ევროპის კვლევით სივრცეში.

საინფორმაციო დღის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას Horizon Europe-ის სტრუქტურისა და საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესახებ. ცალკეული სესიების დროს წარმოდგენილი იქნება Horizon Europe-ის სხვადასხვა მიმართულებების შესახებ ინფორმაცია. მონაწილეებს მიეცემათ კითხვების დასმის შესაძლებლობა თითოეული სესიის განმავლობაში. 

რეგისტრაციის გასავლელად იხ.: https://horizoneuropegeorgia.service-facility.eu/