ანატომთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის მე-18 კონგრესი (IFAA 2014)

2014  წლის 8 - 10 აგვისტოს ქ. პეკინში (ჩინეთი) ჩატარდა ანატომთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის მე-18 კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მაია დგებუაძემ. მან  კონგრესზე წარმოადგინა თავისი ნაშრომი თემაზე “ადამიანის ნორმალური თირკმლის სისხლძარღვების ლოკალური, სქესობრივი და ასაკობრივი თავისებურებების მორფო-ფუნქციური შესწავლა” ზეპირი მოხსენების სახით. კონგრესი ტარდება 5 წელიწადში ერთხელ და განიხილება ანატომიის (მაკროანატომიიდან მოლეკულური ანატომიის  ჩათვლით) სწავლების თუ მეცნიერული კვლევის ყველა საჭირბოროტო საკითხი, აქვე მართება საწავლო თვალსაჩინოებების გამოფენა-გაყიდვა.  კონგრესს ესწრებოდნენ მსოფლიოში ცნობილი ანატომები:  რიჩარდ დრეიკი, ბერნარდ მოქსჰამი, ლინ ოპერმანი და სხვები.