თსსუ–ის რექტორმა ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე–3 ლიგის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის წერილი მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე–3 ლიგის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ხაზალიას წერილი მიიღო.

ბატონი ზაზა მადლობას უხდის თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ლელა მასხულიას, ასისტენტ–პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილს თსსუ–ის ფიზიკური მედიცინისა და  რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტთა ამ ღონისძიებაში  მონაწილეობისა და მის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისათვის.

იხილეთ წერილი