თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „თბილისი“ სეზონის ფინალშია!

2014 წლის 4 სექტემბერს, ბაქოში (აზერბაიჯანი) ჩატარდა მხიარულთა და საზრიანთა თამაშების საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით – „ბაქოს არდადეგები“. ფესტივალის ორგანიზატორები გახლავთ „АМИК“-ი და აზერბაიჯანის მხიარულთა და საზრიანთა კლუბი.

ფესტივალში  14 სტუდენტურ გუნდთან, მათ შორის: აზერბაიჯანის, საქართველოს, რუსეთის, დაღესტნის, ჩეჩნეთის, თათრეთის გუნდებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მან-სან-კანის გუნდი მონაწილეობდა, რომელმაც ფინალური საგზური მოიპოვა.

თსსუ–ის გუნდის პროგრამა ჟიურიმ (ალექსანდრე მასლიაკოვი, უმცროსი) დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი ყოველთვის სათანადო ფორმაშია და წლების განმავლობაში ლიდერობს.

მხიარულთა და საზრიანთა თამაშების საერთაშორისო ფესტივალის, „ბაქოს არდადეგების“  ფინალი ბაქოში,  2014 წლის 14 ნოემბერს ჩატარდება.

ვულოცავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მან-სან-კან–ელებს კიდევ ერთ წარმატებას და ვუსურვებთ ფინალში გამარჯვებას.