საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გამოკლებული წევრის არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 30 ივნისის სხდომის N16 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021 წლის 23 ივლისს დაინიშნა აკადემიური საბჭოს გამოკლებული წევრის არჩევნები.
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) შესახებ.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 01 ივლისს და დასრულდება 2021 წლის 12 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
მის. ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 208, ტელ.: 2 542443