გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები თსსუ–ში

2014 წლის 24 სექტემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის   ბიბლიოთეკის ,,ცისფერ დარბაზში“  გაიმართა  შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი.

შეხვედრაზე  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის საინფორმაციო   ცენტრის ხელმძღვანელმა,  დოქტორმა მარტინ პრაქსენტალერმა  წარმოადგინა  DAAD-ის მიერ დაფინანსებული პროგრამების პრეზენტაცია, ისაუბრა  პროგრამებში მონაწილეობის პირობებისა და პროცედურების შესახებ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ეს პერსპექტივა მართლაც მნიშვნელოვანია და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში განმსაზღვრელი შეიძლება  გახდეს. ამდენად, აუდიტორია დიდი დაინტერესებით უსმენდა გამომსვლელებს.

დასასრულს, სტუმრებმა პასუხი გასცეს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიერ დასმულ კითხვებს.