პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წელი დაიწყება 20 სექტემბერს.

პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს   8 სექტემბერიდან   24  სექტემბერის ჩათვლით.

რეგისტრაცია ნიშნავს, როგორც დისტანციურად, ელექტრონული წესით - ონლაინ-პლატფორმაზე https://sms.tsmu.edu/registration, ასევე, არადისტანციურად, (პირველსემესტრელთა ინტერესების გათვალისწინებით),  უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სამდივნოში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენას:

• განცხადება უნივერსიტეტში ჩარიცხვის თაობაზე;
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის);
• ოთხი ფერადი ფოტოსურათი (3X4);
• პირადობის მოწმობის ასლი;
• სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციისა, სრულად ვაქცინირებულმა (ორი დოზით აცრილები) პირველსემესტრელებმა  უნდა წარმოადგინონ  ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი: COVID-19-ის ბარათი QR კოდით.

პირველსემესტრელ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ გახსნილი ელექტრონული ფოსტა ონლაინ პლატფორმაზე - gmail.com

არასრულწლოვანი აბიტურიენტის ნაცვლად უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მშობელს, რომელიც წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობას (ასლს).

დეტალებისთვის დაუკავშირდით ფაკულტეტებს:

მედიცინის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 05 /06

სტომატოლოგიის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 01 /02

ფარმაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 36

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 19

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი: + 995 32 254 24 08

საექთნო საბაკალავრო და პროფესიული პროგრამები: + 995 32 254 24 07

საბანკო რეკვიზიტები:

სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი TRESGE22

სახაზინო კოდი (ანგარიშის ნომერი) 708987289

საიდენტიფიკაციო კოდი 211328703

იხილეთ ბრძანება - ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდრის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების) განსაზღვრის შესახებ"