მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის (UniMan) დირექტორის სოფი სილვესტერის წერილი სტუდენტებს

2014 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  გრენობლიდან  (საფრანგეთი) მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის (UniMan) დირექტორის სოფი სილვესტერის წერილი მოვიდა. ის გულთბილი სიტყვებით ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას თსსუ-ის რექტორს, კოლეგებსა და სტუდენტებს და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ვერ დაესწრო სადღესასწაულო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 

სოფი სილვესტერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს განსაკუთრებული სითბოთი მიმართავს: “UniMan – ის გუნდი გისურვებთ წარმატებულ და საუკეთესო ახალ საუნივერსიტეტო წელს, რომელიც მდიდარი იქნება თქვენი განათლებისა და პროფესიული განვითარების კუთხით.

ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ყოველ წელს იწყება UniMan –ის და თქვენი უნივერსიტეტის ახალი პროექტები, რომელიც გამორჩეულია თავისი დინამიკურობით და ინოვატორობით, რათა შეუქმნას საუკეთესო მომავალი თავის სტუდენტებს.

მსურს გაცნობოთ, რომ  ამ სასწავლო წლის თებერვლის თვეში, ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ამ პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს. პროგრამით გათვალისწინებულია: ფრანგული ენის კურსები, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, საავადმყოფოების და კლინიკების დათვალიერება, სტუდენტური საღამოები, თხილამურებით სრიალის დღე.... თქვენ იცხოვრებთ ადგილობრივებთან ერთად, როგორც ფრანგი სტუდენტები.!

ასევე შესაძლებლობა გვექნება შევხვდეთ 2015 წლის I სემესტრის განმავლობაში იმ სტუდენტებს, რომლებიც ამ დროისთვის  საფრანგეთში იქნებიან. მათ ასევე ჩემი საქართველოში ვიზიტის დროსაც შევხვდები.  მენეჯმენტის თემაზე მსჯელობისას, შევძლებთ  ერთმანეთს გავუზიაროთ აზრები და ვუპასუხოთ თქვენ  მიერ დასმულ შეკითხვებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

იყავით ყოველთვის ცნობისმოყვარეები, შრომისმოყვარეები და დიდი სიამოვნებით დაეუფლეთ თქვენს პროფესიას”.

მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის (UniMan) დირექტორის სოფი სილვესტერის წერილს მადლიერებით გაეცნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ქართულ-ფრანგული პროგრამის სტუდენტებიც. იმედია, ურთიერთთანამშრომლობა კვლავაც ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.