თსსუ–ის სტუდენტები კაუფბოირენის (გერმანია) კლინიკაში

2014 წლის 15 აგვისტოდან-30 სექტემბრამდე  სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტებმა: ალესია დროზდამ და ნინო ტავლალაშვილმა მონაწილეობა მიიღეს პროფესორ გრიგოლიას და პროფესორ შტიგლერის ერთობლივ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს  6 კვირიან პრაქტიკას კაუფბოირენის (გერმანია) კლინიკაში. პრაქტიკის პერიოდში ისინი ყოველდღიურად ესწრებოდნენ დილის კონფერენციებს, ვიზიტებს პაციენტებთან, ყოველკვირეულ ლექციებს და ასისტენტობას უწევდნენ პროფესიონალ ქირურგებს  ოპერაციებზე. როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ისინი ძალიან დიდ ყურადღებას გრძნობდნენ  გერმანელი მედიკოსების მხრიდან, რომლებიც ეხმარებოდნენ  სამედიცინო საქმიანობაში.

მასპინძლებმა თსსუ–ის სტუდენტებს გააცნეს  გერმანიის კულტურა და  ისტორია. პროფესორ შტიგლერთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ლაშქრობაში ბავარიის მთებში, დაათვალიერეს გერმანიის ერთ–ერთი  ყველაზე ცნობილი  სასახლე Neuschwanstein და ულამაზესი ეკლესია Wieskirche.
„ეს იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ზაფხული სავსე ახალი გამოცდილებით“ , _ აღნიშნავენ სტუდენტები და განსაკუთრებულ მადლობას უხდიან პროფესორ შტიგლერს , პროფესორ გიორგი გრიგოლიას და უცხო ენების ცენტრის დირექტორს, პროფესორ მანანა ქუთელიას გერმანიაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობის მინიჭებისათვის.