თსსუ–ის რექტორი პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი)

2014 წლის 1_4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე ოფიციალური მივლინებით იმყოფებოდნენ პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი), ამავე უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ იაჩეკ ვისოცკის მიწვევით.

ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო პარტნიორ უნივერსიტეტს შორის საქმიანი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება.

     

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართველი დელეგატები შეხვდნენ: უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იაჩეკ ვისოცკის,  ვიცე-რექტორს, პროფესორ იაროსლავ ვალკოვიაკს, ვიცე-რექტორს, პროფესორ კრჟეკორჟ ოსცკინსს, მედიცინის N.2 ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ჟბიგნევ კრასნოცკის, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანს ანნა სურდაკას, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლუციუსჟ ჟაპრუტკოს, ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ კრჟისტოფ ოსმოლას, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბოჟენა რადუჩას. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები: პროფესორთა და სტუდენტთა გაცვლა, აკადემიური, კვლევითი და კლინიკური საქმიანობა.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მომავალი წლის მაისში, პოზნანში ჩატარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მოხსენებით გამოვლენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.  

   
   

პოზნანის უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მიმდინარე წლის ზაფხულში პოლონელი სტუდენტების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გამო, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს გიგა სორდიას და სამსახურის უფროს სპეციალისტს გოგი ჩიქოვანს.

კლინიკებთან ურთიერთობის დარგში ვიცე-რექტორმა, პროფესორმა კრჟეკორჟ ოსცკინსმა  აღნიშნა, რომ მის დეპარტამენტში, 2013 წლის ნოემბერში ვიზიტით იმყოფებოდა თსსუ–ის ქირურგიის დეპარტამენტის N1 სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე ყიფიანი და თსსუ-ის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ვიცე-რექტორმა, პროფესორმა იაროსლავ ვალკოვიაკმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მისი დეპარტამენტი,  პოზნანის უნივერსიტეტი მზად იქნება უმასპინძლოს ორ ქართველ პედიატრ პროფესორს.

     
     

პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტის დათვალიერებისას პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და პროფესორი მარინა მამალაძე სტომატოლოგიის ცენტრს ეწვივნენ,  რომელიც აღჭურვილია უახლესი გერმანული აპარატურით. პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და პროფესორი მარინა მამალაძე დაესწრნენ V კურსის სტუდენტთა კლინიკურ მუშაობას და III კურსელთა პრაქტიკულ მეცადინეობას. პოლონელმა კოლეგებმა ქართველ სტუმრებს აუწყეს, რომ პოზნანის უნივერსიტეტში მომავალი წლიდან აპირებენ სტომატოლოგიაში ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ჩატარებას ძალიან სასიამოვნო იყო, რომ სტომატოლოგმა პროფესორებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ოთხწლიანი გამოცდილება OSCE -ის შესახებ.  

პროფესორმა მარინა მამალაძემ მათ ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული ღონისძიებები შესთავაზა. Pპოლონელმა პროფესორებმა თბილისში ჩამოსვლის და სტომატოლოგიის ფაკულტეტზე აკადემიური პროცესის გაცნობის და OSCE-ის ქართული გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს.

ქართველი პროფესორები გაეცნენ ყბა-სახისა და ქირურგიული დეპარტამენტის საქმიანობას.

პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მუშაობამ ქართველთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. შთამბეჭდავი იყო როგორც ბიბლიოთეკის შენობა, ისე მისი მუშაობის ორგანიზაცია.

   

3 ოქტომბერს სტუმრები დაესწრნენ ახალი აკადემიური წლის დაწყების  საზეიმო ცერემონიალს, რომელიც ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. ღონისძიებას მრავალრიცხოვან სტუდენტებთან ერთად ქართველი, ამერიკელი და მოლდოველი კოლეგებიც ესწრებოდნენ.