გადაუდებელი მედიცინის მე-8 ევროპულ კონგრესი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნატალია პავლიაშვილი  და ამავე დეპარტამენტის დოქტორანტი, მოწვეული პედაგოგი, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის უფროსი სპეციალისტი  ნათია გამყრელიძე  მიწვეულნი იყვნენ ამსტერდამში, გადაუდებელი მედიცინის მე-8 ევროპულ კონგრესზე (28 სექტემბერი – 1 ოქტომბერი, 2014წ.).  კონგრესის მუშაობაში 2000-მდე მეცნიერი მონაწილეობდა. თსსუ-ის თანამშრომლებმა კონგრესზე წარადგინეს ორი მოხსენება - ზეპირი და ელექტრონული ფორმით. მოხსენებების თანაავტორები არიან პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ ყიფიანი და ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ პეტრიაშვილი, რომლებიც ასევე დოქტორანტ ნათია გამყრელიძის სადოქტორო კვლევის პროექტს ხელმძღვანელობენ.

ზემოხსენებული სესიის მოდერატორები იყვნენ ფრანჩესკო დელა კორტე (იტალია) და ბას კოლენი (ნიდერლანდები), რომლებმაც ისევე, როგორც სხვა დამსწრე პირებმა, დიდი ინტერესი გამოიჩინეს მოხსენებების მიმართ.