პროფესორები იცხაკ ვინოგრადი და მიხაი რაბაუ თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში მორიგი საქველმოქმედო ვიზიტით ჩამოვიდნენ თელავივის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, სოურასკის სამედიცინო ცენტრის დანა-დვაკის ბავშვთა ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იცხაკ ვინოგრადი და ზოგადი ქირურგი, პროფესორი  მიხეილ რაბაუ. ისინი სამი დღის განმავლობაში უფასო ოპერაციებს უტარებდნენ  პატარა პაციენტებს. როგორც გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქირურგმა ნუკრი შალამბერიძემ აღნიშნა, ჩატარდა 6 უნიკალური ოპერაცია სრულიად ახალი მეთოდით: რექტო–ვესტიბულარული ფისტულა, ანუსის ატრეზია, რექტო–ვაგინალური ფისტულა (სამი ოპერაცია) და გაუვალობის ოპერაცია ჰირშპრუნგის დაავადებისას.