თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ერასმუს+ ოფისი აცხადებს კონკურსს სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად (სტიპენდია განსაზღვრულია 2 პირზე, 3 და 5 თვის ვადით) სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია ელექტრონულ მისამართზე n.kandelaki@tsmu.edu
• პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი;
• ცნობა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის დეპარტამენტიდან, დოქტორანტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• CV ინგლისურ ენაზე, ევროპულ ფორმატში;
• ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
• სამოტივაციო წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2021 წლის 15 ოქტომბერი.
ჩამოთვლილი დოკუმენტაცია გადაიგზავნება სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის დოქტორანტურის საერთაშორისო სკოლის დირექტორთან, რომელიც მოახდენს დოქტორანტისთვის ხელმძღვანელის შერჩევას პროგრამის განსახორციელებლად.
კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტს მიეცემა ყოველთვიური სტიპენდია და აუნაზღაურდება მგზავრობის ხარჯები.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ერასმუს + ოფისს.
ნინო კანდელაკი მობ + 593352419
ტელ 2542450/51