2021 წლის 21 ოქტომბერს 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას ქ.№33) საკონფერენციო დარბაზში შედგება თამარ კიკნაძის სადისერტაციო ნაშრომის „პროლიფერაციულ-აპოპტოზური და ჰორმონული პროფილის თავისებურებები სხვადასხვა ტიპისა და ლოკაციის ლეიომიომებში“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
გიორგი თევდორაშვილი - თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები:
რიმა ბერიაშვილი - თსსუ-ის პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის მიმართულება, ციტოპათოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი;
ნატო მეცხვარიშვილი - თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;
რეზო სულუხია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.