პატივცემულო კოლეგებო, სტუდენტებო,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და მისი ცალკეული დეპარტამენტები სასწავლო, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის მრავალ ათეულ წელს ითვლის.
საზოგადოებრივი ჯანდაცვა ყოველთვის იყო და იქნება ჯანდაცვის საფუძველი. დაავადების თავიდან აცილება, ჯანმრთელობის განმტკიცება და ხანგრძლივი სიცოცხლის შენარჩუნება დამყარებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაზე და იმ ინსტრუმენტების აქტიურ გამოყენებაზე, როგორიცაა: მოსახლეობის ჯანმრთელობითი წიგნიერების ამაღლება, ჯანმრთელობითი სტრატეგიების შექმნა, ეფექტური პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ქმნის ბიძგის პოლიტიკას, რომ თითოეული ჩვენგანი დაფიქრდეს საკუთარ ჯანმრთელობაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის როლი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, მოსახლეობის საჭიროებების კვლევა და სწორი სტრატეგიის შემუშავება განსაკუთრებით თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე ხორციელდება სწავლების სამივე საფეხურის პროგრამები: ორი საბაკალავრო ,მათ შორის ერთი პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად, ოთხი სამაგისტრო და სადოქტორო. მუშაობა მიმდინარეობს ახალი პროგრამებისა და პროექტების შესაქმნელად. საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებია ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულები და ცალკეული პროგრამები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტს აქვს მრავალმხრივი კონტაქტები სლოვაკეთის, ხორვატიის, გერმანიის, ბულგარეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ინგლისის, ამერიკის, თურქეთის პარტნიორ უნივერსიტეტებთან; თანამშრომლობა ხორციელდება როგორც სასწავლო ასევე სამეცნიერო სფეროში. სწავლების ყველა საფეხურის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადება არის ფაკულტეტის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, ამიტომ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქვეყნის შიდა სახელმწიფო სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობას კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობისათვის.
ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას ახორციელებს პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიციური გუნდი, რომლის შესახებ ცნობილია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, სამეცნიერო პუბლიკაციებითა და განხორციელებული პროექტებით.
ჩვენი სამომავლო ამოცანაა ვიაროთ ტრადიციებით წინ და ხელი შევუწყოთ ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა თანამედროვე სტანდარტებით კონკურენტუნარიანობის განვითარებას.