თსსუ რეზიდენტურისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის (International Credit Mobility KA 107 Program) ფარგლებში პარიზის ვალ დე მარის უნივერსიტეტში (საფრანგეთი).
მობილობის პერიოდი - 2022 წლის გაზაფული.
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• ცნობა თსსუ-ში სწავლის თაობაზე;
• ფრანგული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის ასლი;
• COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობა (პფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა).
დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვებისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: n.kandelaki@tsmu.edu ; nkandelaki@hotmail.com
მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი IV სართული, ოთახი N.418
ტელ: (032) 254 24 51
მობ.: + 593 35 24 19