თსსუ–ის რექტორმა ბუკოვინსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან (უკრაინა) მადლობის წერილი მიიღო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  ბუკოვინიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან (უკრაინა) მადლობის წერილი მიიღო. უკრაინელი კოლეგა გულითად მადლობას უხდის პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ბუკოვინსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 70 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების გამო.

„თქვენი დასწრება საზეიმო ღონისძიებაზე  ჩვენი სასწავლო დაწესებულების სამეცნიერო–პედაგოგიური კოლექტივისა და სტუდენტებისათვის დიდი პატივისცემის გამოხატულებაა. დარწმუნებული ვართ, ეს მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება და იმედია, მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ თქვენ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლექტივს  ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სიკეთეს ცხოვრების გზაზე!“, – წერს ბუკოვინსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ტარას ბოიჩუკი.