ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თსსუ–ში

2014 წლის 14 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ  ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო  სკოლის პროფესორი,  თბილისის საპატიო მოქალაქე, პროფესორი კენეტ ვოლკერი, ემორის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი  ნათანიელ გოზანსკი და  ემორის უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი არჩილ უნდილაშვილი. სტუმრებს შეხვდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი.

ემორის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებული და შედეგიანია. ამჯერად საუბარი ეხებოდა ახალი პროგრამის განხორციელებას, რომელიც კიდევ ერთ  შესაძლებლობას მისცემს თსსუ–ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს,  რომ სრულყონ თავისი განათლება და დააკმაყოფილონ თანამედროვე მედიცინის მაღალი სტანდარტები.