AMEE აცხადებს სტუდენტური ინიციატივების საგრანტო კონკურსს

სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაცია - AMEE  აცხადებს  სტუდენტური ინიციატივების საგრანტო კონკურს 2022 წლისთვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც არიან AMEE-ს ინდივიდუალური წევრები  და სტუდენტებს AMEE-ს ინსტიტუციური წევრი უნივერსიტეტებიდან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მრავალი წელია არის  AMEE-ს ინსტიტუციური წევრი. 2019 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფუნქციობს AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი.

საგრანტო კონკურსის მიზანია სამედიცინო განათლების გაუმჯობესების მიზნით სტუდენტების მიერ წარმართული აქტივობების მხარდაჭერა. აქტივობებში მოიაზრება ტრენინგები-ვორქშოფები/ვებინარები, კონფერენციის ორგანიზება, კვლევითი საქმიანობა სამედიცინო განათლებაში ან საგანმანათლებლო რესურსის შემუშავება.

მიღებული განცხადების საფუძველზე მოხდება ოთხი კანდიდატის შერჩევა. კანდიდატებზე გაიცემა გრანტი £750-ამდე ოდენობით. გაცემული გრანტის მიზანია სტუდენტთა მიერ შემოთავაზებული ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა 2022 წლის იანვრიდან - მაისამდე. გამარჯვებული მიიღებს £ 3000-მდე გრანტს AMEE 2022-ის კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ჩატარდება საფრანგეთში, ქ.ლიონში, სადაც მოხდება პროექტის ამსახველი ნაშრომის წარდგენა. საბოლოო გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადდება შერჩეული კანდიდატების მიერ აქტივობების განხორციელების შეფასების შედეგად.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, შერჩევის კრიტერიუმები და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ვებ-გვერდზე https://amee.org/awards-prizes/student-initiatives-grant

საკონტაქტო ელ ფოსტა: conferences@amee.org

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.