საერთაშორისო კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა ჯილდოს მოსაპოვებლად

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PROFFORMANCE პროექტის კონსორციუმი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა ჯილდოს მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების საფეხურზე სასწავლო პროცესში ჩართულ  აკადემიურ, სამეცნიერო და მოწვეულ პერსონალს.  

უმაღლესი განათლების მასწავლებელთა ჯილდოს საერთაშორისო კონკურსის მიზანია უმაღლეს განათლებაში სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შეგროვება და მათი აღიარება, ასევე სწავლების საუკეთესო მაგალითების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის დონეზე თანამშრომლობის წახალისება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

 განაცხადის გაკეთება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

კონკურსით გათვალისწინებულია გამარჯვებულების გამოვლენა შემდეგ 4 ძირითად კატეგორიაში:

           1. სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო კურსების დიზაინი (Student-centred course design);
           2. ინოვაციური სწავლება და სწავლა(Innovative teaching and learning);
           3. სტუდენტთა შეფასება(Students’ learning assessment);
           4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიის განხორციელება და გავლენა საზოგადოების ჩართულობითა და საზოგადოების განვითარებისთვის (Impact and mission with and for society).

თითოეულ კატეგორიაში პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს, რომელთა ძირითადი მიმართულება იქნება:

          1.  დიგიტალიზაცია;
          2.  ინტერნაციონალიზაცია;
          3.  ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება;
          4.  მდგრადი განვითარება.

 პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს www.profformance.eu.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 დეკემბერი.

აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია პროექტ PROFFORMANCE-ის ვებ-გვერდის - https://profformance.eu/call-for-application საშუალებით.