ჩინეთის ცინჰუას უნივერსიტეტთან არსებული ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა აცხადებს კონკურსს სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე (IMPH).
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა (სწავლება ინგლისურ ენაზე, ხანგრძლივობა 1 წელი) მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ლიდერების ახალი თაობის განვითარებაში.
სტიპენდია მოიცავს სწავლის, მგზავრობისა და საცხოვრებელ ხარჯებს.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 31 მარტამდე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ და ბმულზე: http://gradadmission.tsinghua.edu.cn/f/login