თამარ კვარაცხელიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2022 წლის 24 იანვარს 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შედგება თამარ კვარაცხელიას სადისერტაციო ნაშრომის „მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზის (MTHFR) გენის პოლიმორფიზმები და ეპიგენეტიკური ცვლილებები ჰიპოთირეოზის ზოგიერთი ფორმის დროს“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ელენე აბზიანიძე - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ემერიტუსი;
ეკა კვარაცხელია - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

ექსპერტები:

თინათინ ტყემალაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის პროფესორი;
ნინო ჩარკვიანი -  მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის  ასოცირებული პროფესორი;
ნინო ფირცხელანი  - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი.

მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი ,,საბჭოების დარბაზი", ვაჟა-ფშაველას N33