თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელობითა და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბის ,,ენდევორი“ ორგანიზებით, 2022 წლის 11-12 მარტს, არადისტანციურ რეჟიმში (რეგულაციების დაცვით), თსსუ-ის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება ტრენინგ-კურსი: ,,სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, კვლევის შედეგების დისემინაცია, ეთიკის საკითხები კვლევაში, პლაგიარიზმისგან თავის არიდების გზები და ინფორმაციული ტექნოლოგიები მეცნიერებაში“ .
სწავლების ენა: ქართული
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
ტრენინგ-კურსი მოიცავს 8 საკონტაქტო საათს.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სტუდენტებს, მკვლევარებს, რეზიდენტებს, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს და მეცნიერებით დაინტერესებულ პრაქტიკოს ექიმებს.
მსმენელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 31 იანვრიდან. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია - 40 მონაწილე.
რეგისტრაცია მიმდინარეობს პლატფორმაზე
საკონტაქტო პირები: თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია (ტელ: 032 2 542 520; ელ.ფოსტა: l.gabunia@tsmu.edu);
სტუდენტური სამეცნიერო - კვლევითი კლუბის პრეზიდენტი გიგი გორგაძე (ტელ: 599 74 99 53; Endeavor@ tsmu.edu).