ფესტივალი ნიღაბი –2014 საზეიმოდ დაიხურა

2014 წლის 10 დეკემბერს  თიბისი  გალერეაში მოეწყო  „თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის  „ნიღაბი–2014“ საზეიმო დახურვა. ფესტივალი „ნიღაბი“ 2012 წელს ჩამოყალიბებული „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ მიერ არის დაარსებული.

იგი წელს  უკვე მესამედ გაიმართა  და მისი მასპინძელი,  ტრადიციულად,  იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გენერალური სპონსორი – ქალაქ თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი, სპონსორები  კომპანიები: „გურიელი“, „m\ჯგუფი”, „სარაჯიშვილი“, თიბისი ბანკი, ინგლისური ენის ცენტრი,   სადაზღვევო კომპანია „არდი“, სასტუმრო „ლოპოტა“.  საინფორმაციო მხარდამჭერები რადიო ‘’იმედი“ და „REPORTIORI.GE”.

საზეიმო დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ ფესტივალის  ნომინაციებში გამარჯვებულები, რომელთაც  ჟიურის და სპონსორების პრიზები გადაეცათ.

ოფიციალურ ნომინაციებში გამარჯვებულად  დასახელდნენ:

1.  ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო  შესრულებისთვის-თამარ მინდიაშვილი (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი),

 2. მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის- გიორგი კაშია (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი),

 3. ქალის კომედიური როლის საუკეთესო  შესრულებისთვის- მარიამ ნადირაძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი),

4.  მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო  შესრულებისთვის - გიორგი მანაგაძე (კავკასიის უნივერსიტეტი),

5.  ქალის დრამატული  როლის საუკეთესო შესრულებისთვის- ნინი გუბიანური ( თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი),

6.  მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესო  შესრულებისთვის- ლუკა ქიქავა ( თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი),

7.  ქალის მთავარი როლის საუკეთესო  შესრულებისთვის- ნინო გაბეჩავა  (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი),

8.  მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო  შესრულებისთვის- გიორგი მარსაგიშვილი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი),

9. ფესტივალის აღმოჩენა -  ფატი სარალი  ( თურქეთის სტუდენტური დასი).

საკუთარი რჩეულები დაასახელეს ფესტივალის სპონსორებმაც:

სასტუმრო „ლოპოტას „ რჩეული  გახდა  ზურაბ  ყიფშიძე ( თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი),

ორგანიზაცია  ART WAY-ს რჩეული - გიორგი კოლხიდაშვილი ( თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი),

ASTA-ს რჩეული - გიორგი სეთურიძე ( საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი),

სადაზღვეო კომპანია „არდის“ რჩეული გახდა გვანცა აბაშიძე ( საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი)

ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცაჰამლეტის  როლის შემსრულებელს  ზაკი აზმირს  (აზიელ სტუდენტთა დასი)

ფესტივალის მონაწილეებმა   განსაკუთრებული მადლობა  გადაუხადეს ჟიურის წევრებს, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს, ფესტივალის სულისჩამდგმელს და „ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტს, თსსუ–ის  დასის „ჰიგიას“ რეჟისორს და სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, ნათია გუჯაბიძეს.

ქალბატონმა ნათიამ, თავის მხრივ,   გულწრფელი მადლიერება გამოხატა  ფესტივალის მონაწილე ქართველი და უცხოელი  სტუდენტების, ჟიურის წევრების, სპონსორების და განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი ზურაბ ვადაჭკორიას მიმართ, ფესტივალის აქტიური მხარდაჭერისათვის.