თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის მორიგი საქველმოქმედო აქცია შიდა ქართლში

 

2014 წლის 13 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტისა და გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის „იავნანა“ ინიციატივით, ქალაქ გორში ჩატარდა მორიგი საქველმოქმედო აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ  სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმები.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში  სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა შიდა ქართლისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებში მცხოვრებ 300-ზე მეტ ბავშვს და მოზარდს.

ბავშვებმა და მათმა მშობლებმა კონსულტაცია მიიღეს საუნივერსიტეტო კლინიკის  ექიმებისგან და პროფესორებისგან: ნუკრი შალამბერიძე (ქირურგი), მიხაელ ლენტცე  (ქირურგი, სამედიცინო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორი, გერმანია), ვლადიმერ თალაკვაძე (ქირურგი), თამაზ გაბუნია (ტრავმატოლოგი), ნანა გელაძე (ნევროლოგი), ნანა ხაჭაპურიძე (ნევროლოგი), მარინა გაგოშიძე (პედიატრი), მანანა ჟვანია (პედიატრი, რევმატოლოგი), რომეო ვარდიაშვილი (ტრავმატოლოგი),  ქეთევან გოგბერაშვილი (პედიატრი), რუსუდან იოსელიანი (პედიატრი), ქეთევან მაყაშვილი (პედიატრი), ფიქრია ლურსმანაშვილი (პედიატრი), მაია ფხალაძე (ენდოკრინოლოგი), ნინო ჯანყარაშვილი (ენდოკრინოლოგი), ირინა კეკელიძე (ოტორინოლარინგოლოგი), გელა იმერლიშვილი (ყბა–სახის ქირურგი), დავით კობახიძე (ყბა–სახის ქირურგი),  ნინო ხვედელიანი (ყბა–სახის ქირურგი) მანანა კიკოლაშვილი (ოფთალმოლოგი).

საქველმოქმედო აქციაში მონაწილე ბავშვების მშობლები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდნენ ექიმების მიმართ და აღნიშნავდნენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქველმოქმედო აქციას მათი შვილების ჯანსაღი მომავლისთვის.

მსგავსი საქველმოქმედო აქციების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც იგეგმება.