კონკურსი ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სტიპენდიების მოსაპოვებლად

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო,  საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად 2022-2023 სასწავლო წლისთვის.

სააპლიკაციო განაცხადების მიღება წარმოებს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით   2022 წლის 1  თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით. 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდს: https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships.