„ბიორეგულაციური მედიცინა – პრიორიტეტები, უსაფრთხოება და პერსპექტივები“

2014 წლის 13–14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა I ეროვნული კონფერენცია „ბიორეგულაციური მედიცინა – პრიორიტეტები, უსაფრთხოება და პერსპექტივები“.  მისი  ორგანიზატორებიც იყვნენ: ბიოლოგიური მედიცინის ასოციაცია, საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია, ახალგაზრდა რევმატოლოგთა გაერთიანება, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  და დავით  ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საინტერესო  მოხსენებები, მათ შორის, თსსუ–ის წარმომადგენლების: პროფესორ თინათინ ჩიქოვანის, სტუდენტების – ანა სუხიაშვილის, რუსუდან აფრასიძის, ნინო ნოსელიძის, მარიამ კასრაშვილის მიერ.