2022 წლის 4 მარტს 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შედგება ნანა სარალიძის სადისერტაციო ნაშრომის „საყურისეული მუსიკის გავლენა სმენის ორგანოზე“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ზურაბ ქევანიშვილი - აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი;
ნინო შარაშენიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლია ლომიძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი;
ექსპერტები:
ნატო ნაკუდაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის პროფესორი;
თამარ ხეჩინაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ოტორინოლარინგოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი;
ეკატერინე ხარხელი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, შპს აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ი. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს მოწვეული პედაგოგი.
მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი ,,საბჭოების დარბაზი", ვაჟა-ფშაველას N33