საინფორმაციო შეხვედრა „ძალადობა დასჯადია!“

2014 წლის 15 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „ძალადობა დასჯადია!“

აუდიტორიას, რომელიც თსსუ–ის სტუდენტებითა და პროფესორ–მასწავლებლებით იყო სავსე, მიმართა თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.  მან აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრა მნიშვნელოვანია  ყველა სტუდენტისთვის. თითოეულ ადამიანს აქვს მოქალაქეობრივი ვალი ხმა აიმაღლოს ძალადობის წინააღმდეგ. სტუდენტებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ახალგაზრდულ საქმეებში ოთარ აბესაძე. მან მსმენელებს შეახსენა, რომ 2014 წლის 10 დეკემბერს დაიწყო ეს დიდი პროექტი, რომელშიც ჩაერთო ყველა უნივერსიტეტის სტუდენტობა. ჩვენი მიზანია სახელმწიფოს  დახმარება ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, – აღნიშნა მან.

ძალადობის იურიდიულ  ასპექტებზე ვრცელი  ლექცია წაიკითხა შსს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის დეკანმა, ნოდარ სააკაშვილმა. ლექციამ სტუდენტთა დიდი ინტერესი  გამოიწვია.

აუდიტორიის შეკითხვებს პასუხობდნენ  შსს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის დეკანი ნოდარ სააკაშვილი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ფსიქოლოგიის სამსახურის წარმომადგენელი ია აფთარაძე და  არასამთავრობო ორგანიზაციის „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ დამწინააღმდეგ  ბრძოლაში.ფუძნებელი ნატო შავლაყაძე.

სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციით ისინი  მეტად კომპეტენტური გახდნენ ძალადობის