ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის KA171 ICM საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
მობილობა განხორციელდება 2022–23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში.
დაფინანსება მოიცავს: ერთი სემესტრის განმავლობაში უფასო სწავლას, ყოველთვიურ სტიპენდიას, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.
მსურველებმა, გთხოვთ, სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: pf@tsmu.edu
• პასპორტის ასლი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი);
• ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ (GPA-ის მითითებით);
• CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
• მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - (მინიმუმ B1 დონე, აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე).
საბუთების მიღება 2022 წლის 1 მაისამდე.
საბუთების კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის ერასმუს+ ინსტიტუციურ კოორდინატორთან ნინო კანდელაკთან.
დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვებისთვის მიმართეთ თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანატს.
მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი I სართული, ოთახი N 120
ტელ: (032) 254 24 36