დნმ-ის დღე ესეების კონკურსი საქართველო 2022

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება გიწვევთ ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

2022 წელს საქართველოში უკვე მერვედ  ჩატარდება ესეების  კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

კონკურსი ემსახურება  ცოდნის გაღრმავებას გენეტიკაში და  მისი მიმართულებების პოპულარიზაციას საქართველოში. 

ესე  უნდა შეიცავდეს არსებით, კარგად დასაბუთებულ არგუმენტებს, რომელიც დაადასტურებს სტუდენტის მიერ კონკურსით  გამოცხადებული   თემების ღრმა ცოდნას.

მნიშვნელოვანი  თარიღები

16 თებერვალი  – ესეების კონკურსის გამოცხადება

10 აპრილი  – ესეების წარდგენის ბოლო ვადა

25 აპრილი – გამარჯვებულების გამოვლენა (შედეგები გამოქვეყნდება  ვებ საიტზე: www.geneticsgeorgi.org და ფეისბუქ გვერდზე:  @geneticsgeorgia)

იხილეთ პირობები და დამატებითი ინფორმაცია