ესტონეთის მთავრობის სტიპენდიები

ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასთან არსებული განათლების და ახალგაზრდობის საკითხთა საბჭო (HARNO) აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად. 

სასტიპენდიო პროგრამები გათვალისწინებულია საერთაშორისო სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

განაცხადების მიღება იწარმოებს 2022 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე.

ინფორმაცია შემოთავაზებული პროგრამების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პირობებისა და განაცხადის შეტანის პროცედურებთან დაკავშირებით იხილეთ აქ.