სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები

ცხადდება კონკურსი სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის სასწავლო სტიპენდიების (National Scholarship Program) მოსაპოვებლად  2022/2023 სასწავლო წლისთვის. 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:  სტუდენტებს, დოქტორანტებს,  აკადემიურ პერსონალსა და მკვლევარებს. 

განაცხადების მიღება წარმოებს  ვებგვერდზე: www.scholarships.sk (აქვე შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის თაობაზე).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილი, 16:00 საათი (ცენტრალური ევროპის დროით).