თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი N 202–ე სკოლას ეწვია

2014 წლის  19 დეკემბერს  „მორენის თვალის ცენტრის“ ოფთალმოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორმა, პროფესორმა ჯეფ პეტმა  და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო კარანაძემ და რეზიდენტებმა: შიო ჩიტიაშვილმა, ნათია ბეროშვილმა, ნინო ჩიხლაძემ და ანა ვაჩიბერიძემ  კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწიეს თბილისის N 202 სკოლის მხედველობის პრობლემის მქონე 44 აღსაზრდელს.

პროფესორმა ჯეფ პეტმა, ედმუნდ და პამელა დოშებმა საჩუქრები გადასცეს სკოლის აღსაზრდელებს.   

თსსუ-ის სახელით, სკოლის ერთ–ერთ აღსაზრდელს საჩუქრად ინვალიდის ეტლი გადასცა  უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა მიხეილ დიაკონიძემ.