ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარიზის ვალ დე მარის კრეტეის უნივერსიტეტში

თსსუ-ის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და მედიცინის მიმართულების რეზიდენტებისთვის ცხადდება კონკურსი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის (International Credit Mobility  KA 107 Program) ფარგლებში პარიზის ვალ დე მარის კრეტეის (საფრანგეთი) უნივერსიტეტში. 

მობილობის პერიოდი - 2022-2023 წელი

მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

მობილობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

• ცნობა  თსსუ-ში სწავლის თაობაზე;

• ფრანგული ენის  მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• აკადემიური  შეფასების საშუალო ქულა  (GPA); 

• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);

• პასპორტის ასლი;

• COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობა  (პფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა). 

საბუთები მიიღება 2022 წლის 23  მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე n.kandelaki@tsmu.edu

დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი IV სართული, ოთახი N.418

ტელ: (032) 254 24 51 

მობ.: + 593 35 24 19