ახალი წელი გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

ახალი წლის დადგომას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა მორიგი საქველმოქმედო ღონისძიებით შეხვდა. სტუდენტებმა 2015 წლის შემობრძანება მიულოცეს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პაციენტებსა და მედ–პერსონალს.

საახალწლო სამოსში გამოწყობილმა სტუდენტებმა ბავშვებს საჩუქრები გადასცეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

თსსუ–ის  წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ასეთი აქციები არამარტო ბავშვებისთვის არის დღესასწაული, არამედ მომავალი ექიმების და პაციენტების დაახლოების  და მათი სოციალური პასუხისმგებლიბის ჩამოყალიბების საწინდარია.