თსსუ–ის კანცლერის ვიზიტი იტალიაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე 2015 წლის 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა მილანში, სადაც იტალიის აუქსოლოგიის ინსტიტუტში (Instituto Auxologico Italiano)  გაეცნო როგორც თანამედროვე ჰოსპიტალურ მენეჯმენტს და კლინიკის აღჭურვილობასთან დაკავშირებულ საიხლეებს, ასევე პაციენტთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ახლადდანერგილ მეთოდებს. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ინსტიტუტის რექტორს, პროფესორ ჯანლუკა ვაგო და ვიცე–რექტორს საერთაშორისო სტრატეგიის მიმართულებით, პროფესორ მონიკა დილუკა.

მიმდინარეობს მუშაობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და იტალიის აუქსოლოგიის ინსტიტუტს  შორის ურთიერთთანამშრომლობისთვის.