მედეა ჯღარკავას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2022 წლის 04 ივლისს, 16:00 საათზე თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას გამზ. №33) საკონფერენციო დარბაზში შედგება მედეა ჯღარკავას სადისერტაციო ნაშრომის - „ადიპოკინებისა და ანთებითი ციტოკინების ასაკობრივი თავისებურებები ქართულ პოპულაციაში“, საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. 

სამეცნიერო ხელმძღვანელები: 

ია ფანცულაია - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი; 

ნინო კარანაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი. 

სამეცნიერო კონსულტანტი: 

თინათინ ჩიქოვანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ექსპერტები: 

გაიანე სიმონია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 

შალვა პეტრიაშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი; 

ბესარიონ ლასარეიშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი.