,,თბილისი 2015“–ის საორგანიზაციო ჯგუფი თსსუ–ში

2015 წლის 16 თებერვალს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის –,,თბილისი 2015“–ის საორგანიზაციო კომიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიება დიდ ინტერესს იმსახურებს თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით.

თბილისი 2015–ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას ამ ღონისძიების შესახებ.

ალექსი ახვლედიანმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყოველთვის პირველი ეხმაურება ყველა მნიშვნელოვან წამოწყებას, რისთვისაც მადლობა გადაუხადა ადმინისტრაციას და სტუდენტებს.  

მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის ცხრა სახეობაა – ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.

თბილისში კონტინენტის 49 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი მოიყრის თავს. ევროპულ სტანდარტებზე მოწესრიგდება სპორტული ინფრასტრუქტურა და აშენდება ოლიმპიური სოფელი, რაც მომავალში მაღალი დონის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობის შესაძლებლობას მოგვცემს.