პროექტის ,,რადიოსიხშირული თერმული აბლაციის გავლენა ადაპტაციურ იმუნურ პასუხზე ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტებში“ პრეზენტაცია.

2015 წლის 17 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყო თსსუ–სა და ბურგუნდიის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ერთობლივი პროექტის ,,რადიოსიხშირული თერმული აბლაციის გავლენა ადაპტაციურ იმუნურ პასუხზე ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტებში“ პრეზენტაცია.

პროექტმა საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა.

პროექტი განხორციელდება თსსუ–ის ინტერვენციული რადიოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებების ბაზაზე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ თსსუ–ის სტუდენტები, რეზიდენტები, აკადემიური პერსონალი და დარგის სპეციალისტები. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, რომელმაც აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ საქართველოში ფუნდამენტური მედიცინის განვითარება და ახალი თაობის დაინტერესება სამეცნიერო სიახლეების განვითარების  კუთხით.

პროექტის შესახებ პრეზანტაცია წაიკითხეს თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა და რადიოლოგიის დეპარტამენტის  პროფესორმა მალხაზ მიზანდარმა.