ფრიდონ ჯაფარიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2022 წლის  20 ივლისს, 16:00 საათზე თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას გამზ.№33) სხდომათა დარბაზში შედგება ფრიდონ ჯაფარიძის სადისერტაციო ნაშრომის „აჭარის რეგიონის მოსახლეობის ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგია, პრევენციული ღონისძიებებისა და სტომატოლოგიური მომსახურების დაგეგმვა - ორგანიზაცია“  საჯარო დაცვა სტომატოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ნატალია შონია – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

მზია ბაქრაძე – მედიცინის აკადემიური დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;

ექსპერტები:

თამარ შიშნიაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ - ის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ირინა ბარბაქაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი;

დავით გელოვანი - თსსუ-ის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი,  მედიცინის აკადემიური დოქტორი.